მოსკოვში ლენინის მავზოლეუმის დაწვა სცადეს
17 ივლისს, გვიან ღამით მოსკოვში კაცმა ლენინის მავზოლეუმს მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. ინფორმაციას ტელეგრამ არხი Baza ავრცელებს.
37 წლის კონსტანტინ სტაჩუკოვმა, რომელმაც მავზოლეუმის დაწვა სცადა რუსეთის პოლიციამ ადგილზე დააკავა.
`ახალგაზრდა კაცი საკუთარი დაბადების დღის წინა ღამეს, დაახლოებით 10 საათზე წითელ მოედანზე მივიდა და მავზოლეუმის მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილი ისროლა. ბოთლი ტროტუარზე დაიმსხვრა და აალდა“, - წერს ტელეგრამ არხი.
კონსტანტინ სტაჩუკოვის წინააღმდეგ საქმე “პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის” მუხლით არის აღძრული.