თეგებით ძიება

ვინ იყო ბავშვი, რომელიც სასტუმროს აუზში დაიხრჩო? - ჩაქვში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები

ჩაქვში, სასტუმრო "ოაზისის" აუზში ბავშვი დაიხრჩო. 

არსებული ინფორმაციით, ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს ბავშვი გარდაცვლილი დახვდა.

შემთხვევის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც აცხადებენ, ბავშვი სასტუმროს სტუმარი არ იყო. თუმცა ოფიციალურად განცხადება ამის შესახებ არ გავრცელებულა.

როგორც სასტუმროს წარმომადგენელი აცხადებს, მოხდა უმძიმესი ტრაგედია და ის მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ არაოფიციალური კომენტარებისგან და ვერსიების გავრცელებისგან.

ამ წუთებში მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.

წყარო: „პრაიმტაიმი“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა