სტუმარი არ იყო... უმძიმესი ტრაგედიაა - ახალი დეტალები ჩაქვში მომხდარ ტრაგედიაზე
ჩაქვში, სასტუმრო "ოაზისის" აუზში ბავშვი დაიხრჩო.
არსებული ინფორმაციით, ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს ბავშვი გარდაცვლილი დახვდა.
შემთხვევის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი სტუმარი არ იყო. თუმცა ოფიციალურად განცხადება ამის შესახებ არ დასტურდება. როგორც სასტუმროს წარმომადგენელი აცხადებს, მოხდა უმძიმესი ტრაგედია და ის მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ არაოფიციალური კომენტარებისგან და ვერსიების გავრცელებისგან.