კასპში პოლიციელი ცემეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში ადგილობრივებსა და პოლიციელს შორის დაპირისპირება მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ადგილობრივებსა და პოლიციელს შორის ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
როგორც ცნობილია, დაპირისპირებისას შსს-ს თანამშრომელმა ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა, რის შემდეგაც ადგილობრივებმა მას იარაღი წაართვეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე სამი ადამიანია დაკავებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
წყარო: „მთავრი არხი“