„დაღუპული 5 წლამდე ბიჭია... ჩაქვში დედასთან ერთად იყო ჩამოსული“ - რას ჰყვებიან სასტუმროში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე?
ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“ მომხდარ ტრაგედიაზე, რა დროსაც აუზზე 5 წლამდე ასაკის ბავშვი დაიხრჩო, ადგილობრივები საუბრობენ. მათი თქმით, ბავშვი ჩაქვში, დედასთან ერთად, ქუთაისიდან იყო ჩამოსული.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი დიდებისთვის განკუთვნილ აუზში ბანაობდა.
„გარდაცვლილი 5 წლის ბიჭია, დედასთან ერთად ისვენებდა. როგორც ამბობენ, დიდებისთვის განკუთვნილ აუზში ბანაობდა.
აუზზე სხვა დამსვენებლებიც იყვნენ, მაგრამ დახრჩობის მომენტი არავის დაუნახავს. როგორც ჰყვებიან, აზრად არ მოსვლიათ, თუ ბავშვი იხრჩობოდა.
ამბობენ, რომ დედა-შვილი ქუთაისიდან იყო ჩამოსული“, – განაცხადა ადგილობრივმა.
წყარო: „ინტერპრესნიუსი“
ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“ აუზზე 5 წლამდე ბავშვი დაიხრჩო, ადგილზე პოლიცია მუშაობს.
სასტუმროს წარმომადგენლობას მომხდარზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.