კაპიტოლიუმზე შტურმის საქმე - დონალდ ტრამპი დაკავებას ელის
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ ის კაპიტოლიუმზე შტურმის საქმეზე გამოძიების სამიზნეა.
ტრამპის თქმით, მას მოხსენება ექნება ნაფიც მსაჯულთა დიდი სასამართლოს წინაშე, რაც, მისივე თქმით, თითქმის ყოველთვის დაპატიმრებას ნიშნავს.
ცნობისთვის, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების შემდეგ 2021 წლის 6 იანვარს დონალდ ტრამპის მხარდამჭერები შეერთებული შტატების კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. შტურმის დროს აშშ-ს კონგრესი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ოფიციალურად ამტკიცებდა. კონგრესის შენობაში შეჭრის და არეულობის შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაშავდა 100-ზე მეტი.