თეგებით ძიება

ჩეხეთი აშშ-ს მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს გადასცემს

ჩეხეთი აშშ-ს კრიმინალურ ავტორიტეტს, საქართველოს მოქალაქეს, აზერბაიჯანში დაბადებულ პოლად ომაროვს გადასცემს. კრიმინალური ავტორიტერის ექსტრადაცია აშშ-ში რამდენიმე დღეში მოხდება.

აშშ-ის პროკურატურა სამ ადამიანს, მათ შორის ომაროვს შეერთებულ შტატებში მცხოვრები ირანელი ჟურნალისტის და უფლებადამცველის, მასიხ ალინეჯადის მკვლელობის მომზადებაში ადანაშაულებს. გარდა ამისა, ჩეხეთის სამართალდამცველი ორგანოების ინფორმაციით, ომაროვი დანაშაულებრივ დაჯგუფებას ხელძღვანელობდა, რომელიც უკრაინასა და რუსეთში აზერბაიჯანულ დიასპორებს ატერორებდა.

"ყველა გარემოების გათვალისწინებით, სწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნია ომაროვის ექსტრადაცია აშშ-ში და არა საქართველოში ან ყაზახეთში". - წერს ჩეხეთის იუსტიციის მინისტრი Twitter-ზე.

ომაროვს 32 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა