თეგებით ძიება

"მოგიწოდებთ, ნუ ახდენთ "პოლონელი ექიმების სკანდალის" შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ტირაჟირებას..“ - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„მოგიწოდებთ, ნუ ახდენთ "პოლონელი ექიმების სკანდალის" შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ტირაჟირებას. სკანდალურია არა ევროკავშირის ქვეყნების ინიციატივით შექმნილი მაღალი კვალიფიკაციის

ექიმების ჯგუფის ჩამოსვლა, ოთხთვენახევრიანი მოლოდინის და ხელოვნური დაბრკოლებების გადალახვის შემდეგ, არამედ ჩემი სრულიად უსამართლო პატიმრობა.

სკანდალია ჩემი წამების და იზოლაციაში ჰყოფნის ყოველი დღე. სკანდალია ოლიგარქის მონების ყოველი განცხადება და მათი თავდასხმა დასავლეთის მაღალი თანამდებობის პირებზე და მათ წარმომადგენლებზე.

სკანდალია მთელი პროგრესული სამყაროსგან დაგმობილი და გარიყული რუსეთის სხვადასხვა გზით მხარდაჭერა და გმირულად მებრძოლი უკრაინისგან განდგომა.

დროა ბოლო მოეღოს “კაგებეშნიკური” მეთოდებით ქვეყნის ნგრევას!“ - წერს სააკაშვილი. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა