თეგებით ძიება

„ტელეკომპანია იმედი გვიშველეეთ, გვშია ევროპაშიიი“ - გიორგი ფოფხაძე

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე ტელეკომპანია „იმედის“ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში სარკასტული პოსტით ეხმიანება:

„ტელეკომპანია იმედი  

გვიშველეეთ, გვშია ევროპაშიიი, დეგვენგრა ეკონომიკა.. ლუქსემბურგი დაეცა, ბელგია ფეხებს ასარსალებს, გემანელები წეიქცენ..

"მისიეე, ჟე ნე მანჟ პა სის ჟუურ".. 

PS.. ვაითქვენსპატრონს და თქვენ  მთავარ იდეოლოგს ტუუუუუუ..“ - წერს ჟურნალისტი.

ცნობისთვის, „იმედის“ ინფორმაციით The Wall Street Journal-მა ევროპელების გაღარიბებას სტატია უძღვნა. როგორც გამოცემა წერს, ევროპელები ახალი ეკონომიკური რეალობის წინაშე დგანან, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ გამოუცდიათ - ისინი ღარიბდებიან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა