თეგებით ძიება

სამართლებრივი რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ - რატი ბრეგაძე პოლონელ ექიმთან დაკავშირებულ ფაქტზე

პოლონელი ექიმის მიერ ბიოლოგიური ნიმუშების არასათანადო გზით გატანის ფაქტს რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ და შესაბამის ღონისძიებებს გავატარებთ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა.

„ჩვენ დამოუკიდებლადაც დავიწყებთ ამ ფაქტის შესწავლას და მის სამართლებრივ შეფასებას, თუმცა ვცდილობთ, პოლონური მხარისგან მივიღოთ ოფიციალური განმარტება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ამ ფაქტს სათანადო სამართლებრივი რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ“, – განაცხადა ბრეგაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა