წყალი შეწყდება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
",ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
"19 ივლისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, მ.მაჭავარიანის ქ. N4ა-თან, წყალსადენის ქსელზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 19 ივლისს 11:00 საათიდან 19 ივლისის 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში:
ვაშლიჯვრის ა და ბ ზონა, ემუხვარის, გოძიაშვილის N 22-62 (ლუწებს), N 63-75 (კენტებს), კვანტალიანის, თოფურიძის ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის”, – აღნიშნულია განცხადებაში.