აუზი, სადაც 5 წლის ბავშვი დაიხრჩო ერთი წამითაც არ დახურულა და დამსვენებლები არხეინად განაგრძობდნენ ბანაობას - რას ამბობს ტრაგედიის თვითმხილველი?
ტრაგედია დატრიალდა გუშინ ჩაქვში. სასტუმრო "ოაზისში" აუზზე 5 წლამდე ბავშვი დაიხრჩო. როგორც ცნობილია, ბიჭი დედასთან ერთად ისვენებდა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა აუზზე დამსვენებლები იმყოფებოდნენ.
"დღეს ჩემი ფანჯრების წინ 5 წლის ბიჭი დაიხრჩო აუზში, ჩაქვში - სასტუმრო დრიმლენდ ოაზისში….
- სასტუმროს, რომ თითოეულ აუზზე გამოყოფილი მაშველები ჰყოლოდა, რომლებიც გააკონტროლებდნენ აუზის ტერიტორიას
- სასტუმროს, რომ კვალიფიციური მედ პუნქტი ჰყოლოდა, რომელსაც ეცოდინებოდა ხელოვნური სუნთქვის სწორად გაკეთება
- სასწრაფო, რომ 30 წუთის დაგვიანებით არ მოსულიყო
- სასწრაფოს, რომ თან ჰქონოდა ინტუბაციის აპარატი და მხოლოდ ადრენალინი არ გაეკეთებინათ ბავშვისთვის
პატარა ბიჭი დღეს შეიძლება ისევ თავის დედასთან ერთად ყოფილიყო, რომლის განწირული კივილი მთელს ტერიტორიაზე ისმოდა..
ამ ყველაფრის პარალელურად აუზი, სადაც 5 წლის ბავშვი დაიხრჩო ერთი წამითაც არ დახურულა და დამსვენებლები არხეინად განაგრძობდნენ ბანაობას…რა გვჭირს?? ეს ყველაფერიც მთავრობას ხომ არ უნდა დავაბრალოთ?", - აცხადებს თვითმხილველი.
წყარო - kvirispalitra.ge