თეგებით ძიება

„ზელენსკის ცოლი თბილისში მიწის ნაკვეთებს ყიდულობს. იგივეს აკეთებსო არახამია“ - რას წერს დემურ გიორხელიძე?

ეკონომიკის ექსპერტი, დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ხელისუფლება მნიშვნელოვან ინფორმაციას მალავს. კერძოდ, გიორხელიძის თქმით, უკრაინ ის პრეზიდენტის ცოლი, ოლენა ზელენსნკა თბილისში მიწის ნაკვეთებს ყიდულობს. ასევე მისი თქმით, ნაკვეთებს ყიდულობს დავით არახამიაც.

„ვის აქვს ინფორმაცია, რომელსაც ძალიან მალავს ხელისუფლება?!

ზელენსკის ცოლი იყო თბილისში და რამდენადაც ცნობილია, მიწის დიდ ნაკვეთებს ყიდულობს. იგივეს აკეთებსო მილიარდერი არახამია. ვიღაც ყოფილი ნაცი დათო საყვარელიძე და ეს ზედა ჯამაათი ერთი ხროვაა, როგორც მითხრეს!

ძალზე კონფიდენციალურად მომაწვდინეს ხმა.

ყველაფერი კონფიდენციალურად ხდებაო.

მე რაკი ეს გავიგე, კითხვა დავსვი "კონფიდენციალურად".

არავის გაუმხილოთ, "შემინახეთ" საიდუმლო.

დარწმუნებული რომ არ ვიყო, საქართველოს მთავრობა ამაზე წამსვლელია, არც არაფერს დავწერდი!“ - წერს გიორხელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა