მარიკუნა მიქატაძეს საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ
მსახიობ, გია ფერაძის ქალიშვილს, მარიკუნა მიქატაძეს, რომელიც საბერძნეთში ტრაგიკულად დაიღუპა, საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ.
შეგახსენებთ, 39 წლის მარიკუნა საბერძნეთში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ქალი მოტოციკლზე დაჯდომას ცდილობდა, რა დროსაც გადაიჩეხა და ხერხემლის მძიმე დაზიანება მიიღო.