თეგებით ძიება

თბილისის ბაგა-ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია 25 ივლისიდან დაიწყება

თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, ბაგა-ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია 25 ივლისიდან დაიწყება. მერიის ცნობით, წელს პირველად დაინერგა სამეტაპიანი რეგისტრაცია, პირველ ეტაპზე მიზნობრივი სოციალური ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვების რეგისტრაცია მოხდა. პროცესი 15 ივლისს დასრულდა და დარეგისტრირდა 2 621 აღსაზრდელი.

17 ივლისს დაიწყო რეგისტრაციის მეორე ეტაპი, რომელშიც მხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები მონაწილეობენ. ამ დროისთვის უკვე რეგისტრირებულია 5 000-მდე აღსაზრდელი.

მესამე - საყოველთაო რეგისტრაციის ეტაპზე 7 500-მდე თავისუფალ ადგილზე გამოცხადდება რეგისტრაცია, სადაც თბილისის საჯარო ბაღებში ჩარიცხვის შესაძლებლობა ეძლევა 2-დან 6 წლამდე ასაკის ნებისმიერ ბავშვს, როგორც საქართველოს მოქალაქეობის, ისე ბინადრობის ნებართვის მქონე პატარებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა