თეგებით ძიება

„იმ დედის განწირული ყვირილის მერე აუზში ვინც ჩაწექით, ყველა მეზიზღებით“- რას წერს ხათუნა ნოზაძე?

პოლიციის მაიორი, ხათუნა ნოზაძე ჩაქვში დატრიალებულ ტრაგედიას, რა დროსაც 5 წლის ბიჭუნა აუზში დაიხრჩო, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო არა ქართველებო? იმ დედის განწირული ყვირილის მერე აუზში ვინც ჩაწექით ყველა მეზიზღებით, ყველა!1 საერთოდ როგორ არ დატოვეთ ეგ ადგილი და გააგრძელეთ დასვენება, მე მარტო ეგ მიკვირს!!დღეს ეს ინფორმაცია რომ გავიგე მთელი დღე ცუდად ვიყავი და იმ უბედურ დედაზე ვდარდობდიიი.არა რა, გაგვიცივდა ქართველებს ჯიგარი, ერთმანეთი გვეზიზღება და მერე რამე რომ მოხდება საშინელება, გვიკვირს რატომო"-წერს ხათუნა ნოზაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა