თეგებით ძიება

„პედოფილები იმდენი გვყავს, უკვე ექსპორტზეც ვუშვებთ?!“ - ბაია პატარაია

უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ეხმაურება პოლონეთში, პედოფილიის ბრალდებით 4 ქართველის დაკავების საქმეს.

„პედოფილები იმდენი გვყავს, უკვე ექსპორტზეც ვუშვებთ?! 4 ქართველი კაცია დაკავებული პოლონეთში. ეს რა ჭირი გვჭირს? 

წეღან კიდევ სავარაუდოდ ჯგუფური გაუპატიურების საქმე მოვისმინე, პოლიციის სამარცხვინო ქცევით. სანამ საფარი • Sapari არ ჩაერთო, გამოძიებაც კი არ დაიწყეს. რატომ? იმიტომ რომ დაზარალებული უცხოელი ფერადკანიანი ქალია, მოძალადეები 3 ქართველი კაცი. სამწუხაროდ, ისედაც მოძალადისკენ იხრება სისტემა ასეთ შემთხვევებში. 

უკვე მეორეჯერ გვაქვს გაუპატიურების საქმე, სადაც უბნის პოლიცია რასიზმით და სექსიზმით “ბრწყინავს” და რომ არა ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი, არც კი დაიძვრებოდა საქმე. 

სარჩელს სარჩელზე ვწერთ სტრასბურგში პედოფილიის და გაუპატიურების საქმეებზე. მაინც გავიმარჯვებთ, მაინც აღვასრულებთ მართლმსაჯულებას. ხვალ პრესკონფერენცია გვექნება ამ საქმეზე. 

გაუპატიურების კანონი შესაცვლელია! 

თანხმობის არარსებობა გაუპატიურებაა“, - წერს პატარაია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა