WhatsApp-ს ახალი ფუნქცია დაემატა
WhatsApp-ს ახალი ფუნქცია დაემატა.
მიმოწერის დასაწყებად ტელეფონის კონტაქტებში მომხმარებლის ნომრის დამახსოვრება აღარ იქნება აუცილებელი. ამისათვის საკმარისი იქნება „ახალი ჩატის დაწყების“ არჩევა და გახსნილ ფანჯარაში მომხმარებლის ტელეფონის ნომრის შეყვანა.
თუ ის WhatsApp-ით სარგებლობს, ძებნის შედეგებში მისი WhatsApp-ანგარიში გამოჩნდება, რის შემდეგაც მასთან მიმოწერის დაწყება იქნება შესაძლებელი.