იურიდიული ფირმა იყო, დიახ, დავიქირავეთ და მუშაობდა ჩვენთვის - გიული ალასანია
ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. საუბარია შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის ლობისტების საქმიანობაზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე.
"რას ნიშნავს ლობისტები, იურიდიული ფირმა იყო, რომელიც, დიახ, დავიქირავეთ და მუშაობდა ჩვენთვის და ძალიან მადლობელი ვარ, კარგად იმუშავეს... ჯერჯერობით, არ ვიცნობ ამ დოკუმენტს, ეს იყო დიდი ხნის წინ და დავამთავრეთ ამათთან ურთიერთობა. ეს იყო მედია ჯგუფი, რომელიც ასევე დავიქირავე, მერე რა?“ - ამბობს გიული ალასანია.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა.