„საჭირო გახდა ორი ოპერაცია... 22 დღე გავატარეთ რეანიმაციაში“ - რა შეემთხვა მარიკო ებრალიძეს?
მომღერალი, მარიკო ებრალიძე შვილის ავადმყოფობის შესახებ „სარკესთან“ ინტერვიუში საუბრობს და აცხადებს, რომ უმძიმესი პერიოდი გადაიტანა.
„უმძიმესი პერიოდი გამოვიარეთ. საბედნიეროდ, თვე-ნახევარია, ყველაფერი კარგად დამთავრდა. დაიწყო მარტივი გაციებით, ვუმკურნალე დადგენილი წესით. დაახლოებით, ათი დღის შემდეგ მოუბრძანდა ბატონები, ჩუტყვავილა. იმუნიტეტდაკარგულმა ორგანიზმმა ვერ გაუძლო. ბავშვი შოკურ მდგომარეობაში მივიყვანეთ იაშვილის კლინიკაში. აღმოჩნდა, რომ პლევრაში სითხე იყო ჩამდგარი, რასაც შეიძლებოდა, მოჰყოლოდა ფილტვის დაზიანება. გაუკეთდა ერთი ოპერაცია, ამოუღეს სითხე, ერთი კვირის შემდეგ საჭირო გახდა მეორე ოპერაცია. 22 დღე გავატარეთ რეანიმაციაში. იაშვილის კლინიკის ექიმებმა გადამირჩინეს შვილი. არც სიტყვები მეყოფა და რაც მთელი სიცოცხლე იმ მადლიერების გამოსახატავად, რასაც მათ მიმართ განვიცდი. რაც დრო გადის, მით უფრო ვაცნობიერებ, რა რთული იყო ბავშვის მდგომარეობა…“- იხსენებს მომღერალი.