თეგებით ძიება

12 ნაკერი დაადეს ბავშვს, მეც დავზიანდი, ისე მათრია, რომ ძალა აღარ მაქვს - რას ამბობს ქალი, რომელსაც თავს დათვები დაესხნენ?

შუახევის რაიონის სოფელ დაბაძველში ჭალაში წასულ ორ ქალსა და 6 წლის ბავშვს თავს ჯერ ბელები დაესხნენ, შემდეგ კი მათი დედა.

დათვის დატორილ ბავშვს მედიკოსებმა 12 ნაკერი დაადეს. ქალებს კი, რომლებსაც დათვებთან ბრძოლა მოუწიათ, სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ.

"გზაზე ორი ქალი ვიყავით და ერთი ბავშვი, რომელიც ხელში მყავდა, მაგრამ მაინც ჩამოჰკრა ტორი და მეც გამათრია ბავშვთან ერთად.

ბავშვს ყურთან მიაყენა დაზიანებები.

12 ნაკერი დაადეს ბავშვს, მაგრამ ახლა კარგად არის, როგორც ექიმმა გვითხრა. მეც დავზიანდი, ისე მათრია, რომ ძალა აღარ მაქვს, ხვალ მეც უნდა მივიდე ექიმთან.

ჩვენ ჩვენი ვიბრძოლეთ, დათვებმა – მათი. ვიგერიებდით ჯოხით და მერე ბელები რომ მივიდნენ მასთან, დათვიც ადგა და წავიდა ტყისკენ. ასე გადავრჩით…

სადაც ფეხს გადაადგამ, ყველგან არიან. გორავენ და ყვირიან. იმ ჭალაშიც თხილი გვაქვს დარგული და თხილზე იყო მოსული....“, – ამბობს ვერიკო ზოიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა