თეგებით ძიება

შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, „ნაცი“ არის „ნაცი“ - მამუკა მდინარაძე

ვიღაცას ვითომ „ნაცობაზე" და ხუთიანობაზე აქვს პრობლემა, მაგრამ მაინც ხუთიანის დინებას მიჰყვება. „ნაცმოძრაობა" არის ერთი დიდი კლასტერი, რომლის შიგნითაც შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, „ნაცი" არის „ნაცი", - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„არანაირი პერსპექტივა „ნაცმოძრაობას" და მის კლასტერს, ვინც არ უნდა გადაანაცვლონ შიგნით, ერთი მიზეზის გამო არ აქვს. მათ პროპაგანდა და პიარკამპანია აგებული აქვთ ტყუილზე. მათი მთავარი სლოგანი იქნება, რომ მოაშორონ რუსული ხელისუფლება და საქართველოში რუსული ხელისუფლება არ არის. საქართველოში ქართული, ეროვნული ხელისუფლებაა. როგორც კი შენ შეეცდები, რომ პიარულად ისეთი რაღაც მიჰყიდო ადამიანებს, რომელიც საფუძველშივე ტყუილია, ძალიან სპეკულაციურია, ძალიან მდაბიოა და ამაზე გინდა ააგო შენი პოლიტიკური მომავალი, გამორიცხულია, რომ ტყუილმა სიმართლეზე გაიმარჯვოს, ბოროტებამ სიკეთეზე გაიმარჯვოს. ამიტომ „ნაცმოძრაობას" არანაირი კონფიგურაციით არ აქვს პერსპექტივა, არ აქვს გამარჯვების შანსი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა