2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს საზღვარი რუსეთის 443,624-მა მოქალაქემ გადმოკვეთა - შსს-ს სტატისტიკა
2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს საზღვარი ყველაზე ხშირად რუსეთის მოქალაქეებმა გადაკვეთეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებიდან ხდება ცნობილი.
შსს-ს სტატისტიკით, ამ პერიოდში ქვეყანაში რუსეთის ფედერაციის 443,624 მოქალაქე შემოვიდა, ხოლო 427,443 გავიდა.
აღსანიშნავია, რომ მეორე კვარტალში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა 145,339-ით აღემატება პირველი კვარტლის მონაცემებს. მიმდინარე წლის პირველი სამი თვის განმავლობაში საქართველოში ჯამში 298,285 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა.
საერთო ჯამში, 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 1,754,992 ადამიანი შემოვიდა და 1,683,567 გავიდა.
რუსეთის ფედერაციის შემდეგ, საზღვრის კვეთის რაოდენობით, ლიდერი 5 ქვეყანა ასე გამოიყურება:
რუსეთის შემდეგ, ქვეყნის საზღვარი ყველაზე ხშირად თურქეთის მოქალაქეებმა გადმოკვეთეს, საკვლევ პერიოდში ქვეყანაში 413,127 თურქეთის მოქალაქე შემოვიდა, ხოლო გავიდა 406,268
სომხეთიდან საქართველოში 285,403 მოქალაქე შემოვიდა და გავიდა 284,273
ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოვიდა - 119,855 მოქალაქე და გავიდა 112,477
ისრაელიდან შემოვიდა - 71,443 და გავიდა 69,472
საქართველოს საზღვარი გადაკვეთა აზერბაიჯანის 56,700-მა მოქალაქემ და ქვეყანა დატოვა 53,388-მ
უკრაინიდან კი შემოვიდა 51,387 ადამიანი და დატოვა 51,253-მა