ნორვეგიაში, ზღვაში საქართველოს მოქალაქე დაიხრჩო
ნორვეგიაში, საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, კაცი ტანკერიდან ზღვაში გადავარდა და დაიხრჩო. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, რომსდალის რეგიონში მოხდა.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
მიმდინარეობს გამოძიება.