"2024 წელს ივანიშვილის პოლიტიკიდან გასტუმრებაში მივიღებ მონაწილეობას“ - ნიკა გვარამია
“გამორიცხვით თავისთავად ცხადია, არ გამოვრიცხავ [პოლიტიკაში მოსვლას]” - ამის შესახებ, “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
"2024 წელს ივანიშვილის პოლიტიკიდან გასტუმრებაში მივიღებ მონაწილეობას ნებისმიერ შემთხვევაში. ციხეში რომ ვყოფილიყავი, მაინც ვეცდებოდი, რომ ეს გამეკეთებინა, გარეთ, მით უმეტეს. რაც შეეხება იმას, თუ რა ფორმით, გადაწყვეტილება არ მიმიღია. ახლოსაც არ ვარ. მჭირდება დრო, მინდა იყოს გაცნობიერებული – ეს ჩემი ოჯახის ცხოვრებაში იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. […] გამორიცხვით თავისთავად ცხადია, არ გამოვრიცხავ [პოლიტიკაში მოსვლას]“, – განაცხადა მან.