თეგებით ძიება

„ოცნების მხარდამჭერებიცა და ოპოზიციის მხარდამჭერებიც თანაბრად ღალატობენ ქვეყანას ზოგი ქმედებითა და ზოგიც უმოქმედობით“ - მეგი გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, მეგი გოცირიძე  სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ერი და ბერი, რომელიც  ტახტზე წამოკოტრიალებული,   მშვიდად ხვდება რაჭის გადაცემას რუსეთზე, ის არც   აფხაზეთის დასაბრუნებლად გაინძრევა და არც სამაჩაბლოსი, არც ტყვეობაში  მყოფ პრეზიდენტის გამოსახსნელად  იბრძოლებს და არც რუსული ოცნების დასამხობად! ასეთ  ერს  და ქვეყანას ევროპული კი არა,   არანაირი მომავალი არ აქვს და არა იმიტომ, რომ მოღალატე ხელისუფლება ჰყავს - იმიტომ, რომ ოცნების მხარდამჭერებიცა და ოპოზიციის მხარდამჭერებიც  თანაბრად ღალატობენ ქვეყანას ზოგი ქმედებითა და ზოგიც უმოქმედობით...ასეთ მაგარ ქვეყანაში  , ასეთი ამჩემფეხება ხალხი რომ  არ ცხოვრობდეს თავისი რუსული საპატრიარქოთი , ბნელი მრევლითა და გენიოსების მკვლელებით,  მოწინავე ქვეყნების რიგში ვიქნებოდით, ოღონდ ახლა სწორედ იქ ვართ, სადაც ჩვენისთანა ერი და ბერი იმსახურებს ღირსეულ ადგილს  ანუ რუსეთის წუმპეში და ნურავის დავაბრალებთ, ეს ჩვენი არჩევანია!!!“ - წერს მეგი გოცირიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა