თეგებით ძიება

ჩვენი ელჩი ბოლო წუთამდე დარჩა კიევში, ასეთი კაცი გამოაგზავნეს ვითომ კონსულტაციისთვის თბილისში - ირაკლი ღარიბაშვილი

არავის მადლიერებას არ ვითხოვთ, მაგრამ მეგობრობის, დიპლომატიის და ეტიკეტის დარღვევა, როცა კიევი იბომბებოდა,  ჩვენი ელჩი ბოლო წუთამდე დარჩა კიევში, ასეთი კაცი გამოაგზავნეს ვითომ „კონსულტაციისთვის“თბილისში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„ომის დაწყების შემდეგ, ერთადერთი სახელმწიფოსგან გაიწვიეს ელჩი, ეს იყო საქართველო, მაშინ, როცა მე აღარ ჩამოვთლი ქვეყნებს, რომლებიც პირდაპირ რუსეთის პოზიციას იჭერდნენ, არავითარი რეაგირება არ გაუკეთებიათ. მეტიც, ზოგიერთ ქვეყანაში, საიდანაც ხდებოდა რუსეთის შეტევები და თავდასხმები, დღემდე ჰყავს ელჩი უკრაინას. არავის მადლიერებას არ ვითხოვთ, მაგრამ ყოველგვარი მეგობრობის, დიპლომატიის, თუ ყოველგვარი ეტიკეტის დარღვევაა, როცა ჩვენი ელჩი, რომელიც ალბათ ბოლო ელჩი იყო, რომელიც ბოლო წუთამდე დარჩა კიევში, როცა იბომბებოდა და მთელი ხალხი გავიდა ქალაქიდან, ჩვენი ელჩი იქ იდგა, ვაჟკაცურად იკავებდა პოზიციას. ასეთი კაცი მათ გამოაგზავნეს ვითომ კონსულტაციისთვის თბილისში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა