თეგებით ძიება

არავითარი სურვილი აღარ გვაქვს, უკრაინელ ექიმებთან გავაგრძელოთ თანამშრომლობა - ირაკლი ღარიბაშვილი

რაც ჩვენ ვიხილეთ ახლა, ეს არც ადგილზე მკურნალობა იყო, არც ამის მცდელობა, საერთოდ გაუგებარი მოქმედება ჩაატარეს პოლონელმა ექიმებმა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონელ ექიმებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განუცხადა.

„პოლონელი ექიმების თემაზე მინდა, კიდევ ერთხელ გავაკეთო კომენტარი. ეს ჩვენგან იყო ერთგვარი ჟესტი და იმის დადასტურება, რომ ჩვენ ერთგულნი ვართ ჩვენს მიერ გაცხადებული დაპირებისა თუ ნებისმიერი განცხადებისა, სიტყვისა. ჩვენ სიტყვას ვიცავთ, განსხვავებით სხვებისგან. შეგახსენებთ, ჩვენი განცხადება, შეთავაზება რა იყო: შეთავაზება იყო, რომ ჩვენ არ ვიქნებოდით და არ ვიქნებით წინააღმდეგი, რომ სააკაშვილის ოჯახმა ჩამოიყვანოს ნებისმიერი ექიმი ნებისმიერი კლინიკიდან, ადგილზე სამკურნალოდ. რაც ჩვენ ვიხილეთ ახლა, ეს არც ადგილზე მკურნალობა იყო, არც ამის მცდელობა, საერთოდ გაუგებარი მოქმედება ჩაატარეს პოლონელმა ექიმებმა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, პოლონნელი ექიმების არაორდინალური და საეჭვო ქცევის შემდეგ ქართულ მხარეს თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი აღარ აქვს.

„მიუხედავად იმისა, რომ ვთქვით, მხოლოდ ოჯახის ჩართულობით უნდა მომხდარიყო ექიმების ჩამოყვანა, აქ პოლონელების ჩართულობაც დაფიქსირდა. ამის მიუხედავად, თვალი დავხუჭეთ. ასევე, რამდენიმე დღის წინ გავაკეთე კომენტარი, რომ პოლონეთში ახლა არის პოლიტიკური კამპანია. როგორც ჩანს, სააკაშვილის ყოფილი მეგობრები აქტიურად არიან ჩართული ამ კამპანიაში და ამ საკითხს იყენებენ შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგში. ეს არის რეალობა. ჩვენ, ჩვენმა მთავრობამ და პირადად მე ჟესტი გამოვხატეთ ამით, მაგრამ ვინაიდან მათგან იყო დაფიქსირებული ასეთი არაორდინარული ქცევა და ძალიან საეჭვო იყო, საერთოდ ეს ყველაფერი ძალიან საეჭვოა, ამიტომ ჩვენ არავითარი სურვილი აღარ გვაქვს, გავაგრძელოთ თანამშრომლობა“, – განაცხადა  ირაკლი ღარიბაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა