თეგებით ძიება

რაც ახლა ფრონტზე ხდება არის სირცხვილი, რომელში მონაწილეობაც არ გვჭირდება - ევგენი პრიგოჟინი ცნობილი მოვლენების შემდეგ პირველად გამოჩნდა

19 ივლისს გავრცელდა ვიდეო, სადაც ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში ჩასულ “ვაგნერის” მებრძოლებს მიესალმება და აცხადებს, რომ ისინი ბელარუსული არმიის მომზადებით დაკავდებიან.

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! მიხარია რომ გესალმებით. კეთილი იყოს თქვენი ფეხი ბელარუსის მიწაზე! ჩვენ ვიბრძოლეთ ღირსებით! რუსეთისთვის ბევრი გავაკეთეთ… რაც ახლა ფრონტზე ხდება არის სირცხვილი, რომელში მონაწილეობაც არ გვჭირდება... ამიტომ, გარკვეული დროით ჩვენი ბელარუსში განთავსების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. დარწმუნებული ვარ, ამ დროის განმავლობაში ბელარუსის არმიას ვაქცევთ მსოფლიოში რიგით მეორე არმიად. და თუ საჭირო იქნება, ჩვენ მათ დავიცავთ… მინდა ყველამ ყურადღება მიაქციოთ ფაქტს, რომ ბელარუსებმა მიგვიღეს არა მარტო როგორც გმირები, არამედ როგორც ძმები". - ამბობს ის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა