კიტრისა და კეფირის უახლესი დიეტა - მინუს 2 კილოგრამი დღეში
ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური დიეტაა - კეფირი ხომ ჯანსაღი ცხოვრების განუყოფელი პროდუქტია, ამასთან სისხლის მიმოქცევას და ნაწლავების მუშაობას აუმჯობესებს. კიტრი კი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ორგანიზმს ტოქსინებისგან გაწმენდაში ეხმარება.
კიტრი-კეფირის დეტოქსიკური დიეტა 1 დღე. ასეთი მინი-დიეტა შესაფერისია სხეულის განტვირთვისთვის უხვი დღესასწაულების წინ ან შემდეგ. ასეთი დიეტისთვის უმჯობესია აირჩიოთ არასამუშაო დღე. კიტრი-კეფირის დიეტის მენიუ ადვილი არ არის - 1,5 კგ კიტრი და 1,5 ლიტრი კეფირი. ეს ყველაფერი დაყოფილია 8 კვებაზე დღის განმავლობაში.
კიტრი-კეფირის დიეტა 3 დღის განმავლობაში. აქ დღის განმავლობაში შეგიძლიათ მიირთვათ მხოლოდ გახეხილი კიტრისა და უცხიმო კეფირის კოქტეილები, 1,5 ლიტრ კეფირზე 1 კიტრის პროპორციით. კიტრი-კეფირის დიეტის დაცვის დღეებში სხვა პროდუქტების გამოყენება აკრძალულია. ასეთი დიეტის ერთი დღე საშუალებას მოგცემთ დაიკლოთ 2 კგ-მდე. მაგრამ დიეტაზე ყოფნა აკრძალულია 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, რადგან ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობას.
კიტრი-კეფირის დიეტა 7 დღის განმავლობაში. ეს ვარიანტი ყველაზე ნაკლებად შემზღუდველია და შეიძლება მოიცავდეს ზოგიერთ დაბალკალორიულ საკვებს. ყოველდღიურად შეგიძლიათ მიირთვათ 100 გრ მოხარშული საქონლის ხორცი ან თევზი. ძირითადი პროდუქტებია კიტრი და კეფირი (მინიმუმ 1,5-2 ლიტრი დღეში). კიტრი შეიძლება შეურიოთ მწვანილს, ლიმონის წვენსა და ზეითუნის ზეთს, მაგრამ მარილის დამატების გარეშე.
კიტრი-კეფირის დიეტის დაცვის ძირითადი წესებია: კეფირის ცხიმიანობა - არაუმეტეს 1%, კიტრი ახალი უნდა იყოს, საშუალო ზომისაზე დიდი. ბოლო კვება - ძილის წინ 3 საათით ადრე.
დიეტა მკაცრად აკრძალულია ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, ორსული და მეძუძური ქალების, მოზარდებისა და ბავშვებისთვის.