თეგებით ძიება

ოკუპირებულ აფხაზეთში „კანონიერი ქურდი“ მოკლეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის რაიონში ე.წ. კანონიერი ქურდი თემურ ახუბა, მეტსახელად "დინ რიდი" მოკლეს. ამის შესახებ "ეხო კავკაზა" იუწყება.

ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენპროკურატურამ დაადასტურა. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.

ამჟამად ექსპერტ-კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პოლიცია დანაშაულში ბრალდებული პირების დაკავებას ცდილობს.

წყარო: პრაიმტაიმი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა