ვინ არის „კანონიერი ქურდი“ საქართველოდან, რომელსაც აშშ-ში 40 წლიანი პატიმრობა ელის
საქართველოს 38 წლის მოქალაქეს, ფოლად ომაროვს უცხოური მედია ე.წ. კანონიერ ქურდად და ქართული მაფიის წევრად მოიხსენიებს. კრიმინალური "ავტორიტეტის" შეერთებულ შტატებში ექსტრადირების გადაწყვეტილება ჩეხეთის მთავრობამ მიიღო. ომაროვი ქურდულ სამყაროში სალიფოვების გავლენიანი კლანის წევრად მიიჩნევა და მის სახელს არაერთი სისხლიანი ანგარიშსწორება, დიდი ოდენობით თანხების გამოძალვა და ადამიანების გატაცება უკავშირდება. სწორედ ფოლად ომაროვი დგას შეერთებულ შტატებში, საქართველოსა და უკრაინაში რამდენიმე შეკვეთილი მკვლელობის უკან.
ერთ-ერთი ხმაურიანი საქმე 52 წლის არიფ აზიზოვს უკავშირდება. სოფელ ყიზილაჯლოში მცოხვრები მამაკაცი შავი სამყაროს ლიდერებს ღიად დაუპირისპირდა, ვიდეომიმართვა ჩაწერა და ადგილობრივებს გაერთიანებისკენ მოუწოდა.