თეგებით ძიება

პირდაპირ გეტყვით, რომ წონაში მატება არის და ეს ჩვენ ძალიან გვახარებს - ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილზე

პაციენტი ბევრად უფრო აქტიურია, უფრო მხნედ არის "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩაიძემ „ღამის კურიერის“ ეთერში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

მე პირდაპირ გეტყვით, რომ წონაში მატება არის და ეს ჩვენ ძალიან გვახარებს და უნდა ახარებდეს თვითონ პაციენტის გარემოცვასაც, რომ გაუმჯობესებულია კვლევის შედეგები, გაუმჯობესებულია მისი ზოგადი მდგომარეობაც. პაციენტი ბევრად უფრო აქტიურია, უფრო მხნედ არის, გადაადგილებისას დამხმარე საშუალებასაც ნაკლებად იყენებს და შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ არ იყენებს. ახლა ვერ ვიტყოდი, რომ ექიმთან დაკავშირებით პრობლემები არის, რეკომენდაციებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა სრულად არ არის შესრულება, ჩვენს რეკომენდაციებს მაინც ბოლომდე არ ითვალისწინებს და ჩვენ ვისურვებდით, რომ უფრო მეტად გაეთვალისწინებინა მას კვების კომპონენტში რჩევები და გაეთვალისწინებინა ეს ოჯახსაც, რადგან საკვები შემოაქვს ოჯახს. ჩვენ, ვთხოვეთ და ვესაუბრეთ ოჯახის წევრებს, რომ უფრო მეტი კალორაჟის შემცველი საკვები შემოეტანათ, მაგრამ ფაქტობრივად არაფერი არ იცვლება. რაოდენობრივად მან უფრო მეტი რაოდენობის საკვების მიღება დაიწყო, ეს არის განსხვავება", - განაცხადა ჩხაიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა