გურამიშვილის გამზირზე მანქანა გზაგამყოფ გაზონზე შევარდა
თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, მსუბუქი ავტომობილი გზაგამყოფ გაზონზე შევარდა და ბოძს დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევის სავარაუდო მიზეზი კი სიჩქარის გადამეტებაა. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.