თეგებით ძიება

ორ თვეზე მეტია, ასპინძაში, 28 წლის კაცს ეძებენ

ასპინძაში, სოფელ ნაქალაქევში მცხოვრებ 28 წლის გიმზერ კაველიძეს ორ თვეზე მეტია უშედეგოდ ეძებენ. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ სამძებრო სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

დაკარგული ახალგაზრდას დედის თქმით, მტკვარში ნაპოვნი ჩანთა, რომელიც ამ პერიოდში ნაპოვნი ერთადერთი მტკიცებულებაა, ნამდვილად მის შვილს ეკუთვნის. 

შეგახსენებთ, ახალგაზრდა 5 მაისს დაიკარგა. ის ბოლოს სოფელ თმოგვის მიმდებარედ, მტკვართან ნახეს. გავრცელებული ვერსიით, იგი მდინარეზე ბარგით გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც წყალში ჩავარდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა