თეგებით ძიება

იძებნება ექიმი, რომელმაც მეგი ბაქრაძის საქმეზე ცრუ ჩვენება მისცა

ახალციხის კლინიკა „იმედის“ ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, ცრუ  ინფორმაციის მიწოდებაში ბრალდებულ ექიმზე, ბექა ლიპარტელიანზე ძებნაა გამოცხადებული.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ახალციხის კლინიკა „იმედის“ ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, პირადი მოტივით, ცრუ ჩვენების მიცემისთვის ამავე კლინიკის ყოფილი ექიმი, ვიოლეტა ინასარიძე, ექთანი თეა გზირიშვილი და უმცროსი ექიმი ბექა ლიპარტელიანი დამნაშავედ 7 ივლისს ცნო.

საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, სამართალდამცველებმა ვიოლეტა ინასარიძე და თეა გზირიშვილი სასამართლოს სხდომათა დარბაზშივე დააპატიმრეს. რაც შეეხება ბექა ლიპარტელიანს, ის განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. მასზე ძებნა საქართველოს პროკურატურამ იმავე დღეს გამოაცხადა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, თეა გზირიშვილს 2 წელი და 6 თვე, ვიოლეტა ინასარიძესა და ბექა ლიპარტელიანს კი 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა