„თქვენ საერთოდ როგორ ბედავთ და კითხვას მისვამთ?...“ - ირაკლი ღარიბაშვილი „ფორმულას“ ჟურნალისტს (ვიდეო)
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ფორმულას“ ჟურნალისტს მიმართა და უთხრა, რომ კეზერაშვილის ტელევიზია ვერ უნდა ბედავდეს მას კითხვა დაუსვას.
„ფორმულა“ არის ბატონი კეზერაშვილის, ადამიანის, რომელმაც ყველაზე დიდი ძარცვა ჩაიდინა 21-ე საუკუნეში. კაცმა მილიარდი დოლარი მოიპარა, „ფორმულასაც“ და სხვა პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებს მოპარული, ევროპელი პენსიონერების ფულით...
მე არავითარი დისკომფორტი არ მაქვს ამას რომ გახსენებთ, მაგრამ თქვენ უნდა გქონდეთ.
მართებული არ არის კი არა, ესაა აბსოლუტური ამორალურობა და გამაოგნებელი სინამდვილე, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელმაც მანამდე უკვე გაძარცვა ჩვენი ჯარი, ბიზნესი რეკეტის ქვეშ ყავდა, მთლიანად დატერორებული ყავდა, მოიპარა ასეულობით მილიონი ჯერ აქ საქართველოში და შემდეგ ყველაზე დიდი ძარცვა ჩაატარა, საუკუნის ძარცვა, მილიარდი დოლარი მოიპარა ევროპაში და მაგ ფულით აფინანსებს თქვენს ტელევიზიასაც, უხდის ხელფასებს ყველას და ოპოზიციას. დღეს როგორც ვიცი, თუ არ ვცდები იბარებს ოპოზიციონერებს, პოლიტიკოსებს და აძლევს ინსტრუქციებს, თქვენ საერთოდ როგორ ბედავთ და კითხვას მისვამთ კეზერაშვილის ტელევიზია? მე თქვენზე არ მაქვს საუბარი, თქვენ წარმოადგენთ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, დიახაც, „ლუზერებს" წარმოადგენენ ის ადამიანები, რომლებიც მე წეღან ვახსენე, იმიტომ რომ მათ გარდა ჩვენი ქვეყნის დაზიანებისა, არაფრის მოტანა შეუძლიათ", - თქვა პრემიერმა.