„რუსებს ყველაფერი თავიანთი აქვთ უკვე - სტომატოლოგიური კაბინეტები, სკოლები, ბაღები, სალონები, ტურისტული კომპანიები...“ - სოფო ბუკია
ჟურნალისტი, სოფო ბუკია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წრეს, რომ რუსებმა საქართველოში საკუთარი ბიზნესები წამოიწყეს.
„რუსებს ყველაფერი თავიანთი აქვთ უკვე - სტომატოლოგიური კაბინეტები, სკოლები, ბაღები, გრუმინგები და ვეტკლინიკები, სილამაზის სალონები, ქლინინგ კომპანიები სახლების დასალაგებლად, დიზაინ-კომპანიები რემონტებს რომ აკეთებენ, ტურისტული კომპანიები, კაფეები, ბარები, აითი სერვისები, ტექნიკის შეკეთება, წიგნის მაღაზიები, ამანათების ტრანსპორტირების კომპანიები, იოგას და ფიტნესის წრეები, ბიო პროდუქტების და სხვა მაღაზიები. ჯარი ხო ჰყავთ და ჰყავთ ეგერ 40 კილომეტრში. ჰოდა, რავი“, - წერს ბუკია.