თეგებით ძიება
20. 07. 2023 მსოფლიო

ძლიერი შტორმი ბალკანეთში - დაღუპულია სულ მცირე 5 ადამიანი

ბალკანეთში ძლიერი შტორმის გამო სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

გამოცემის ცნობით, დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სამაშველო სამსახურში აღნიშნავენ, რომ უკიდურესად ცხელი და მშრალი დღეების შემდეგ უამინდობამ ნამდვილი ქაოსი გამოიწვია. ძლიერმა ქარმა შენობებს სახურავები გადახადა და ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.

ხორვატიის პოლიციის ინფორმაციით, ზაგრებში 50 წლის და 48 წლის კაცი ქარიშხლის დროს ხეების დაცემის შედეგად დაიღუპა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა