თეგებით ძიება

გიული ალასანია თავის შვილზე ისე ფიქრობს, როგორც ირინა ენუქიძე ფიქრობდა თავის შვილზე - მურმან დუმბაძე

„გიული ალასანია თავის შვილზე ისე ფიქრობს, როგორც ქალბატონი ირინა ენუქიძე ფიქრობდა თავის შვილზე, სანდრო გირგვლიანზე“, – ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მურმან დუმბაძემ გადაცემის „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ ეთერში განაცხადა.

წამყვანმ მურმან დუმბაძეს კითხვა დაუსვა:  „წინა ეთერში სტუმრობისას თქვენმა განცხადებამ რეზონანსი გამოიწვია არა მარტო საზოგადოებაში, არამედ ოპოზიციაშიც, როდესაც ირინა ენუქიძესა და გიული ალასანიასთან დაკავშირებით პარალელი გაავლეთ. განაცხადეთ, რომ ირინა ენუქიძეს ვერავინ გაამტყუნებს, იმიტომ, რომ ის არის დედა, მაგრამ გიული ალასანიას გამტყუნება შეგვიძლია?“

„არა, არა, დედას ვერავინ გაამტყუნებს. დედა შვილზე ზრუნავს. ალასანიასა და ენუქიძის ერთ სიმაღლეზე დაყენება ნორმალურია, კი. გიული ალასანია თავის შვილზე ისე ფიქრობს, როგორც ქალბატონი ირინა ფიქრობდა თავის შვილზე. მაჩალიკაშვილის დედას არ მოუკლეს შვილი? 27 სახელმწიფო გეუბნება მიიღე პოლიტიკური გადაწყვეტილება, გაანებე სასამართლოს თავიო..“, – უპასუხა დუმბაძემ.

კითხვაზე -„სააკაშვილის ხელისუფლება გადაჰყვა ენუქიძის, გირგვლიანის საქმეს და თქვენ ერთ სიმაღლეზე რომ აყენებთ, ნორმალურია?“ – დუმბაძემ უპასუხა:

„დედა დედაა. სულ ერთია, გინდ ირინა ენუქიძე იყოს, გინდ მურმან დუმბაძის დედა, გინდ ვახოს დედა იყოს, ნებისმიერი დედისთვის შვილი საყვარელია.. როცა შვილს ალასანიას უკლავენ კარგია?! აქაც შედეგი უნდა დადგეს?!“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა