თეგებით ძიება

„არ მინდა დავიჯერო, რომ ამ თაობასაც ქებამ აწყინა“ - რას წერს მერაბ მეტრეველი?

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.

„არ მინდა დავიჯერო, რომ ამ თაობასაც ქებამ აწყინა.

 ბევრი ვაქეთ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მერე კალანდაძე, მაგრამ  "დინამოს" კარში  გასული პირველი გოლის დროს რას აკეთებდა, ვერ გავიგე. 

შეცდომა ყველა მცველს მოსდის (რომ არ მოსდიოდეთ, გოლებიც არ გავიდოდა), მაგრამ სულ სხვაა უმოქმედობა. ვინც გაგვიტანა, იმას  სწორედ კალანდაძე მეურვეობდა და სტატისტივით ედგა გვერდით, ფეხიც კი არ გამოწია, რომ დარტყმისთვის შეეშალა. 

ან ლორიას რა დაემართა? ეგეც ახალგაზრდა და გამოუცდელი ხომ არაა? მეორე გოლისას ფაქტობრივად მოგეირებული ბურთი შეაგდო კარში. 

მოკლედ, ისეთი გოლები გავუშვით და მერე ისეთი ბურთები ავაცილეთ მეტოქის კარს, შეთმქულების თეორიები რომ მიყვარდეს, უეჭველი ვიფიქრებდი, საკუთარ წაგებაზე ქონდათ დადებულიო“, - წერს მეტრეველი.

  


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა