თეგებით ძიება

"არა, ასე არ უნდა ხდებოდეს! ღიმილის ბიჭები არ უნდა მიდიოდნენ" - ტრაგიკულად დაღუპულ თორნიკეს სკოლა ემშვიდობება

ზესტაფონში, სამცვერას ჩანჩქერში გარდაცვლილ თორნიკე მესხს სკოლა ემშვიდობება.

"არა, ასე არ უნდა ხდებოდეს! ღიმილის ბიჭები არ უნდა მიდიოდნენ! კიდევ ერთხელ აეწვა სული ზესტაფონის N7 საჯარო სკოლას... სულ ცოტა ხნის წინ სავალი გზები დავულოცეთ, ფრთები შევუსწორეთ, მშობლიური ბუდიდან ავაფრინეთ... თურმე, სამუდამოდ უნდა გაფრენილიყო...

როგორ მოერიოს მოზღვავებულ ნაღველსა და დარდს თორნიკე მესხის გამზრდელი სკოლა, მასწავლებლები, მეგობრები? ოცნებებითა და იმედებით გასხივოსნებულ თვალებში ახლა ცრემლები ჩასდგომიათ მის თანაკლასელებს... რა ვქნათ, როგორ ვანუგეშოთ გამწარებული მშობლები? გაუსაძლისია ტკივილი.

ჯერ ხომ ისევ ეტყობა მისი ნაფეხურები ჩვენი სკოლის დერეფნებს, მისი საკლასო ოთახიდან თითქოს იხედება თმახუჭუჭა, წესიერებით, ზრდილობით, თავაზიანობით გამორჩეული ბიჭი, საიმედო მეგობარი, მართალი, მშრომელი, კეთილშობილი თორნიკე.

რაღა დაგვრჩენია ლოცვის, სინანულისა და მოფერების მეტი? ნათელი და სანთელი შენს მარადიულ სამყოფელს, სიცოცხლეზე უზომოდ შეყვარებულო კეთილო ბიჭო!“, - ნათქვამია სკოლის სამძიმრის პოსტში.

შეგახსენებთ, ზესტაფონში, მდინარე ძუსაში თორნიკე მესხი 17 ივლისს ჩავარდა. მას სამი დღის განმავლობაში, მეხანძრე-მაშველები და მყვინთავები ეძებდნენ. ბიჭის ცხედარი მაშველებმა დღეს იპოვეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა