„ლათინურ ამერიკაში ბევრად უფრო კაი კლიმატი და ბუნებაა და იქ წავალ, რა პრობლემაა“ - კონსტანტინე მორგოშია
„ალტ-ინფოს“ ლიდერმა, კონსტანტინე მორგოშიამ ევროკავშირის მხრიდან მისი და პარტიის შესაძლო სანქცირებასთან დაკავშირებით კომენტარი „ფორმულასთან“ გააკეთა და განაცხადა, რომ ვიზა არც მელიტონ ქანთარიას ჰქონდა, მაგრამ დანიშნულების ადგილას ჩავიდა.
„რა ვიცი, როცა ამ ბრძოლაში ვართ, ეს მოსალოდნელიც იყო და არის. არ ვიცი ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე რა რეაგირება ექნება, მაგრამ მე არაფერი პრობლემა ბიზნესის მიმართულებით არ და ვერ მექნება, იმიტომ რომ ამაზე ნაზრუნი მაქვს და არც ვმალავ, რომ ჩემს სახელზე არაფერი არ არის.
და პლუს თუ მოგზაურობაზეა საუბარი, რა ვიცი, ლათინურ ამერიკაში ბევრად უფრო კაი კლიმატი და ბუნებაა და წავალ, იქ დავისვენებ, რა პრობლემაა“. – განაცხადა კონსტანტინე მორგოშიამ.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარები ევროსტრუქტურებს მორგოშიასა და „ალტ-ინფოს“ სანქცირებისკენ მოუწოდებენ.