თეგებით ძიება

„თუ ვინმე პატიმარ სააკაშვილს აწამებს, მისი ოჯახის წევრები არიან, რადგან მასთან რაღაც „წყალ-წყალა“ სუპი შეაქვთ“ - გურამ მაჭარაშვილი

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და გიული ალასანიას მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმიანება.

„მას შემდეგ, რაც ჯერ საქართველოში ჩუმად შემოიპარა, შემდეგ საპყრობილიდან და „ვივა მედიდან“ იმდენი სისულელე ჩაიდინა, იმდენი ანტიქართული განცხადებები აკეთა, ხან ქართველობაზე თქვა უნარი, ხან უცხოელებს დააბრალა, რაღაცებს ვიტყვი, თუ აქედან არ გამიყვანთო, როგორც ჩანს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვიტა, სიმართლე თქვას.

ჩვენ, „ხალხის ძალა“ ამდენსაც არ ვამბობდით, თუ ადამიანს ამდენი ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები შეიძლება მოეფიქრებინა, ეს ჩვენც არ გვეგონა.

იმდენს არც ვამბობდით, რაც FARA-ს კონტრაქტშია ჩამოთვლილი. ჩვენ ვამბობდით, რომ ლობიზმი იყო, ფულს უხდიდნენ, „გლობალური ომის პარტია“ არსებობდა, რადგან აქ მეორე ფრონტი და არეულობა სურდათ, მაგრამ ის, რომ ამის გარდა, იმაშიც გადაიხდიდნენ, რომ ნიუ-იორკში პრეზიდენტი უნდა დაებარებინათ და სააკაშვილის შეწყალება დაევალებინათ და მთელი დასავლეთის პრესა მოესყიდათ, თურმე ამ ყველაფერში მილიონები ყოფილა გადახდილი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პირდაპირ თქვა, რომ ჯო ბაიდენი, ევროპელი ლიდერები იმით უნდა დაკავებულიყვნენ, რომ პატიმარ სააკაშვილზე წარმოდგენა შეექმნათ, თითქოს მას აქ ვინმე აწამებდა. თუ ვინმე პატიმარ მიხეილ სააკაშვილს აწამებს, არიან მისი ოჯახის წევრები, რადგან მასთან რაღაც „წყალ-წყალა“ სუპი შეაქვთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა