თეგებით ძიება

როგორ მოვაწყოთ სახლში ხატების კუთხე?

სახლში ხატების კუთხის მოწყობისას საჭიროა გარკვეული წესების დაცვა:

ყველაზე მაღალ ადგილას უნდა განთავსდეს ჯვარი, გამოხსნის სიმბოლო, შემდეგ ყოვლაწმინდა სამების ხატი. მარჯვნივ მაცხროვის, ხოლო მარცხნივ ღვთისმშობლის ხატები. დაუშვებელია, მაცხოვრის ზემოთ რომელიმე წმინდანის ხატი განთავსდეს, უნდა დავიცვათ იერარქიულობა და თან ხატი კანონიკური უნდა იყოს. ქვედა რიგში - წინასწარმეტყველების, მათ გვერდით ან ქვევით - მოციქულთა, მღვდელმთავართა, დიდმოწამეთა, წმინდათა უვეცხლოთა მკურნალთა, წმინდა იოაკიმე და ანას ხატები შეიძლება ჩამოვკიდოთ.

ხატების კუთხეს უნდა მოვარიდოთ ტელევიზორი, კომპიუტერი, რადიო და ა.შ., რადგან მათი შეხედვისას მიწიერი სულსწრაფობა გვიპყრობს, შეიძლება ვიჩქაროთ კიდეც ლოცვის დასრულება.

არ შეიძლება ხატები განთავსდეს თაროების გასამშვენებლად, საერო ფოტოების გვერდით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა