ირანში მსახიობს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს იმის გამო, რომ შეხვედრაზე ჰიჯაბის ნაცვლად ქუდი ეფარა
ირანელ მსახიობ ქალს, აფსან ბეიეგანს 2-წლიანი პატიმრობა იმის გამო მიუსაჯეს, რომ ის სკოლის ღონისძიებაზე ჰიჯაბის ნაცვლად ქუდით მივიდა.
სასჯელი პირობითია. მსახიობს 5 -წლიანი გამოსაცდელი ვადა დაუწესეს. ამასთანავე, სასამართლოს გადაწყვეტილებით ის კვირაში ერთხელ ფსიქოლოგთან უნდა მივიდეს და „ანტიოჯახური საქციელისგან“ იმკურნალოს. მან ასევე ხელით უნდა გადაიწეროს წიგნი ჰიჯაბის ტარების მნიშვნელობის შესახებ.
ასევე მსახიობს ორი წლის განმავლობაში ირანიდან გასვლა და ინტერნეტით სარგებლობა აეკრძალა.