„ქართული მსხვილი ბიზნესისთვის რეგულაციები კი არა, ბორკილებიც ალალია“ - მერაბ მეტრეველი მედიკამენტების ხელოვნურ დეფიციტზე
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს:
„ჩვენს მემარჯვენეებს რომ კითხო, რეგულაციები ხიხიაა.
ქართული მსხვილი ბიზნესისთვის რეგულაციები კი არა, ბორკილებიც ალალია.
„„საუბარია მედიკამენტზე “დეპაკინი ხრონო”, რომელიც სხვადასხვა ტიპის ეპილეფსიის სამკურნალოდ ბავშვებსა და მოზრდილებში გამოიყენება. რეგულირების სააგენტომ, ფარმაცევტული კომპანიების ინსპექტირების შედეგად, დაადგინა, რომ “დეპაკინი ხრონო” (300მგ, 500მგ) კომპანიებს მარაგში აქვთ, თუმცა, სავარაუდოდ, ხელოვნური დეფიციტის შექმნის მიზნით, სააფთიაქო ქსელებში არ ხდებოდა მათი რეალიზაცია.“- წერს მეტრეველი.