თეგებით ძიება
20. 07. 2023 მსოფლიო

პროკურატურა ნავალნისთვის 20 -წლიან პატიმრობას ითხოვს

ბრალდების მხარე რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთვის 20 – წლიანი პატიმრობის მისჯას ითხოვს ე.წ “ექსტრემიზმის” საქმეზე. 

ინფორმაციას ნავალნის ოფიციალური არხი ავრცელებს ტვიტერზე. 

ამასთან, ტვიტში აღნიშნულია, რომ პროკურატურა ამავე საქმის მეორე ფიგურანტისთვის, დანიელ ხოლოდნისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს.

პირველი სხდომა აღნიშნულ საქმეზე 19 ივნისს ჩატარდა და მაშინვე დაიხურა. პროცესი ერთი თვე გაგრძელდა და განაჩენი 4 აგვისტოს გახდება ცნობილი.

მორიგი  სასამართლი პროცესი ნავალნის საქმეზე დღეს გაიმართა, რომელზეც მედიის ცნობით,  პროკურორმა მისთვის 20 – წლიანი პატიმრობა  მოითხოვა სპეციალური რეჟიმის კოლონიაში. 

განაჩენის გამოცხადება 4 აგვისტოს, მოსკოვის დროით  16:00 საათზეა დაგეგმილი. 

ნავალნის ბრალად ედება "ექსტრემისტული საზოგადოების შექმნა", "ექსტრემიზმისკენ" მოწოდება, ექსტრემიზმის დაფინანსება, არაკომერციული ორგანიზაციის შექმნა, რომელიც არღვევს მოქალაქეთა უფლებებს, არასრულწლოვანთა ჩართვას საშიშ ქმედებებში, ასევე ნაციზმის რეაბილიტაცია. კერძოდ საუბარია ნავალნის მიერ დაფუძნებულ კორუფციასთან ბრძოლის ფონდზე, რომელიც რუსეთში ექსტრემისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული და აკრძალულია.

აპრილში ნავალნიმ განაცხადა, რომ ექსტრემისტული საზოგადოების შექმნის საქმიდან კიდევ ერთი საქმე გამოიყო - ტერორიზმის შესახებ. ამ შემთხვევაში, როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, მას სამხედრო სასამართლო განსჯის. ოპოზიციონერი ვარაუდობს, ამ საქმეზე მას უვადოდ თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა