"დე, გემშვიდობები... თუმცა, ამას ვერასდროს შევძლებ" - რას წერს მარიკუნა მიქატაძის შვილი?
მსახიობ გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის შვილი, მარიკუნა მიქატაძე სამშობლოში უკვე ჩამოასვენეს. ცნობილია, რომ მარიკუნას მეგობრები უკანასკნელ გზაზე, კვირას 15:00 საათზე ამაღლების ( გაზდელიანის ) ტაძრიდან გააცილებენ.
მარიკუნას ემშვიდობება მისი ქალიშვილი, ირინა ქიქოძე.
"დე, გემშვიდობები... თუმცა, ამას ვერასდროს შევძლებ“ - დაწერა გოგონამ.
ცნობისთვის, 39 წლის ქალი საბერძნეთში 14 ივლისს გარდაიცვალა. სხვადასხვა ვერსია გავრცელდა, თუმცა, სარწმუნო წყაროების ცნობით, ქალი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.