„ბავშვები არ გააკაროთ!“ - ექიმი გიორგი ღოღობერიძე მშობლებს აფრთხილებს (ვიდეო)
ექიმი, გიორგი ღოღობერიძე მშობლებს აფრთხილებს, რომ ბავშვებს ზაფხულში მანქანაში დატოვებული პლასტმასის ბოთლიდან წყალი ან წვენი არ უნდა დავალევინოთ.
„თუ ბავშვს მანქანაში დატოვებული წყლისთვის ხელი მიუწვდება, ეცადეთ, რომ არ დალიოს. გირჩევდით, რომ არც კი გააკაროთ. შეიძლება ზრდასრული ადამიანისთვის მავნე არ იყოს, მაგრამ ბავშვის სხეულისთვის ეს მავნეა“, – ამბობს ექიმი.